თბილისში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნა. თავშესაფარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გახსნეს. ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. ის ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. თავშესაფარში დაზარალებულები სადღეღამისო საცხოვრისს, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამართლებრივ მომსახურებებს მიიღებენ.