შეიძლება თუ არა რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ვიხილოთ - პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან სალომე ზურაბიშვილი დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორთქლმავალი გახდება. აღნიშნულის პარალელურად ზურაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს ოპოზიციონერი დეპუტატები არაერთგვაროვნად აფასებენ. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციასთან თანამშრომლობას გადაწყვეტს ეს დამღა იქნება მის პოლიტიკურ კარიერაში.