ბრიუსელში ევროპული საბჭო სხდომის შემდეგ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების მხარდაჭერას. დოკუმენტში ძირითადად საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე და მხოლოდ ერთხელაა ნახსენები საქართველო, ხოლო მოლდოვა კი - ორჯერ. ევროპული საბჭო საქართველოს ჰპირდება, რომ იმ გამოწვევების გამკლავებაში დახმარებას გააგრძელებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცადებენ, აღნიშნულ დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე.