რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება. რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი, 4-ზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. ხევი-შორაპნის მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. ამასთან, სწორედ ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი. რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა, სიტყვით გამოვიდა ინფრასტრუქტურის მინისტრი, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი.