აშშ-ის მეინის შტატის მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი, გარდაცვლილი იპოვეს. ლუისტონში მასობრივ სროლის შედეგად 40 წლის რობერტ ქარდმა 18 ადამიანი მოკლა. ეჭვმიტანილის ცხედარი პოლიცილებმა გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე იპოვეს და იგი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად იყო გარდაცვლილი. პოლიცია მას ორი დღის განმავლობაში ეძებდა.