მექსიკაში ქარიშხალ „ოტისის“ შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 27-ს მიაღწია. ქარიშხალმა განსაკუთრებით ქალაქი აკაპულკო დააზიანა, სადაც ათასობით პირი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. Reuters-ის ინფორმაციით, ქარიშხალ „ოტისის“ სიჩქარემ 266 კმ/სთ-ს მიღწია, რამაც ქალაქი დატბორა და საავტომობილო გზების დიდი ნაწილი დააზიანა. მედიის ცნობით, ამ დრომდე ათასობით მოქალაქე საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე არის დარჩენილი.