ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შესვლა დაიწყეს. ღაზას სექტორის უწყებების ცნობით, რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილი ამ დრომდე ინტენსიურად იბომბება და მოსახლეობისთვის დაცული ადგილი პრაქტიკულად არ არსებობს. კომუნიკაციის ხაზების გაწყვეტის გამო ისინი მსხვერპლის ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებენ. ამავდროულად, ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, ისრაელის მთავრობამ მძევლების დასახსნელად მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩონოს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი კი აცხადებს, რომ მძევლების სახლში დაბრუნება უდიდესი მნიშვნელობის ეროვნული ამოცანაა და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ დაიბრუნონ.