მიიღებს თუ არა საქართველო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? ევროკომისიამ გაადაწყვეტილება 8 ნოემბერს უნდა მიიღოს. გადაწყვეტილებამდე ათი დღით ადრე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თვლიან, რომ ქართულმა ოცნებამ სტატუსის მისაღებად საკმარისი ნაბიჯები არ გადადგა. ოპოზიციის შეფასებით ხელისუფლებას სურვილი არ აქვს რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, რასაც მათივე თქმით ქართული ოცნება, რეკომენდაციების შეუსრულებლoბით ხსნის. მმართველი ძალის მცდელობების მიუხედავად, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართულ ოცნებას კანდიდატი სტატუსის მიღების შემდეგ დარჩენილი რეკომენდაციების შესრულება მაინც მოუწევს.