სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს ოპოზიციონერი დეპუტატები არაერთგვაროვნად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება პრეზიდენტის დეფაქტო რეჟიმში გადაყვანას ცდილობს. მათივე შეფასებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან დაახლოებულ ფიგურად წარმოაჩინოს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ბოლო პერიოდში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საზოგადოების ინტერესებს ატარებს. ისინი არ გამორიცხავენ რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ყველაფერი გააკეთოს, რათა სახელმწიფო ინტერესები დაიცვას, თუმცა ოპოზიციის ამ ნაწილისთვის უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი.