ყაზახეთში, კოსტენკოს შახტაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა, 23-ს კი ამ დრომდე ეძებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების მომენტში შახტაში მყოფი 252-ი თანამშრომლიდან მიწის ზედაპირზე უკვე 208 ადამიანი არის ამოყვანილი. მომხდარის გამო ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კომპანიასთან, რომელიც მაღაროში სამუშაოებს ატარებდა, თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.