ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. რამდენიმე საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შესვლა დაიწყეს. უწყების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ტრაზაში 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. საჰაერო იერიშების შედეგად, მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი. მას ისრაელი 7-ი ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში ადანაშაულებდა. საჰაერო იერიში განხორციელდა სამხრეთ ლიბანში არსებულ „ჰეზბოლას“ ობიექტებზეც. ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში დარუპულია სულ მცირე 7 000 ადამიანი. ისრაელში კი 1 400-ზე მეტი პირი. 230-მდე ისრაელელი ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება. მიმდინარე კონფლიქტზე არ წყდება საერთაშორისო ლიდერების გამოხმაურებები. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი ამბობს, აშშ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ამბებს ყურადღებით აკვირდება.