„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია აშშ-ში შეხვედრებს აგრძელებენ. კოალიცია, კამპანიის ფარგლებში შეხვდა კვლევათა ერთ-ერთ უდიდეს ჯგუფს აშშ-ში, Heritage Foundation-ს. მხარეებს შორის საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებას, სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას და რეგიონში რუსეთის გავლენას შეეხო. გარდა ამისა, შეხვედრა The Jamestown ფონდშიც გაიმართა. ამავდროულად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სენატორ ბენ კარდინის და ეიმი კლობუჩარის ოფისებშიც, სადაც საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სენატის კანონპროექტს.