ოკუპირებული სოხუმის აეროპორტს - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია აღადგენს. აეროპორტის რეკონსტრუქციის შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი უკვე მოაწერა. საინფორმაციო სააგენტო “აფსნისპრესის“ ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში იგეგმება აეროდრომის ოპერატიული ვარგისიანობის აღდგენა. ინვესტორი ასაფრენ ბილიკს აღადგენს, რაც ობიექტს საშუალებას მისცემს, რომ თანამედროვე თვითმფრინავები მიიღოს. რაშიდ ნურგალიევმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ აღიარებს.