მამუკა ხაზარაძე ჰარვარდის უნივერსიტეტის „დევისის ცენტრის“ ორგანიზებით გასამართ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს - Palitra News

მამუკა ხაზარაძე ჰარვარდის უნივერსიტეტის „დევისის ცენტრის“ ორგანიზებით გასამართ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

2023-10-28 11:23:16+04:00

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, 2 ნოემბერს, ჰარვარდის უნივერსიტეტის „დევისის ცენტრის“ ორგანიზებით გასამართ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მამუკა ხაზარაძე აღნიშნულ დისკუსიაში მიწვეულია როგორც 1998-2000 წლების ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული.

„შეუძლია თუ არა საქართველოს იპოვოს საკუთარი ადგილი გლობალურ ეკონომიკაში? ეკონომიკური რეფორმები, ბიზნესის პერსპექტივა და შუა დერეფანი“ - ამ თემაზე 2 ნოემბერს ჰარვარდის უნივერსიტეტის „დევისის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება ფორუმი, რომელშიც სპიკერად მიწვეულია პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე აღნიშნულ დისკუსიაში მიწვეულია როგორც 1998-2000 წლების ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფორუმში ასევე მონაწილეობენ - მარიამ მელიქაძე, მამუკა წერეთელი და შეხვედრის ორგანიზატორი სტივენ ჯონსი.