ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ხერსონი 90-ჯერ დაბომბეს, დაშავდა თერთმეტი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
„გასული დღის განმავლობაში მტერმა 90 შეტევა განახორციელა. რუსულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და თვითმფრინავებიდან 516 ჭურვი გაისროლა, იყო სარაკეტო დარტყმაც“, - განაცხადა პროკუდინმა.
პროკუდინის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონში დასახლებულ პუნქტებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და მაღაზიებს დაარტყეს.
შეტევების შედეგად თერთმეტი ადამიანი დაშავდა.