ისრაელი-ჰამასის ომის 21-ე დღე. ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა, ჰამასმა ისრაელის ქალაქებზე, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქზე საჰაერო იერიშები მიიტანა. ომის 21-ე დღეს სრული სახმელეთო შეტევა კვლავ არ დაწყებულა, თუმცა ე.წ.ი რეიდები გრძელდება. ისრაელმა ჰამასის 250-ზე მეტ პუნქტს დაარტყა. მოკლულია "ჰამასის" 5 მეთაური, მათ შორის, ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა. რთული ვითარებაა ღაზაშიც, ევროკავშირის ლიდერები ისრაელსა და ჰამასს ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებენ. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის 50 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. რას ამბობენ საერთაშორისო ლიდერები და რა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობს საერთაშორისო თანმეგობრობა, თემის დეტალებით ნატალია თვაური შემოგვიერთდება