ხათუნა სამნიძისა და ხატია დეკანოიძის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ ახლა უკვე იურისტი სულხან სალაძე აცხადებს რომ თუ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუს მიიღებს ეს დამაზიანებელი იქნება ოპოზიციისთვის. ევროკომისიის წინასწარი დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი კი კვლავ ერთ-ერთი აქტუალური თემაა ქართულ პოლკიტიკურ სივრცეში. ოპოზიციაში საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადაოსხვაობაა,რაც ხათუნა სამნიძისა და ხატია დეკანოიძის განცხადებებმა გამოიწვია. მათი განმარტებით, გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებთან აფიქსირებს მოსაზრებას, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს. ვის რა მოლოდინი აქვს ევროკომისიის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.