შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში  "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში  "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

2023-10-27 16:09:32+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა .გამოძიების ინფორმაციით, ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში წარმოიშვა ფინანსური დავა, რის შემდეგაც კომპანიაში მომუშავე, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და დავის გადასაწყვეტად, ქურდული გარჩევა მოაწყვეს.დანაშაულები 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.