შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო. ცალკე დეპარტამენტის შექმნის მიზანია საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის პრევენციის, რეგიონში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის შედეგად რეგიონს 130-მდე საშტატო ერთეული დაემატება.