საქართველოსა და ყაზახეთს შორის შუა დერეფნის განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდის შესახებ შეთანხმება გაფორმდა - Palitra News

საქართველოსა და ყაზახეთს შორის შუა დერეფნის განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

2023-10-27 15:08:22+04:00

საქართველოში “ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გრძელდება. ფორუმის მეორე დღე ბიზნესისა და ინვესტიციების თემატიკას ეთმობა.პანელურ სესიებზე მონაწილეები გლობალურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს მათი გადაჭრის გზებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.