საქართველოში “ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გრძელდება. ფორუმის მეორე დღე ბიზნესისა და ინვესტიციების თემატიკას ეთმობა.პანელურ სესიებზე მონაწილეები გლობალურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს მათი გადაჭრის გზებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.