პაკისტანმა ინდოეთის ტერიტორია დაბომბა. ინდოეთის ჯამუ და ქაშმირის შტატის სასაზღვრო რეგიონი ინტენსიური დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიის ინფორმაციით, შედეგად საზღვრისპირა ტერიტორიაზე ინდოეთის არმიის რამდენიმე პოზიცია დაზიანდა. ინდური მედიის ცნობით, პაკისტანის მხრიდან ინდოეთის ტერიტორიის დაბომბვა დივერსიული ქმედება იყო, რომელიც მიზნად ტერორისტების მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტის დაფარვას ისახავდა. ინდოეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პაკისტანმა ქვეყნისგან შესაბამისი პასუხი მიიღო.