გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს წევრებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯები განიხილეს. შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას ისახავს მიზნად, საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის , შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტიქიური პროცესებისგან ადგილობრივი მოსახლეობის დაცვისთვის ნაპირსამაგრი სამუშაოები 15 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.