სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლონდონში, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის წევრად აირჩიეს. ქსელის საქმიანობის მიზანია წევრ ორგანიზაციებს შორის სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენის, პრევენციის და ეფექტიანი გამოძიების თაობაზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელში 26 ქვეყანაა გაერთიანებული.