საქართველოში “ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გრძელდება. ფორუმის მეორე დღე ბიზნესისა და ინვესტიციების თემატიკას შეეხება. წლევანდელი ფორუმი გამორჩეულია არა მარტო მონაწილეთა დიდი რაოდენობით, არამედ მაღალი წარმომადგებლობითი დონის თვალსაზრისით. პანელურ სესიებზე მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ თუ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.