აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც არ ასრულებენ ბრძანებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. თეთრი სახლის სპიკერის ჯონ კირბის თქმით,რუსი მეთაურები იმუქრებიან მთელი ქვედანაყოფების სიკვდილით დასჯით, თუ ისინი შეეცდებიან, უკან დაიხიონ უკრაინული საარტილერიო ცეცხლისგან. კირბიმ აღნიშნა, რომ ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის მუქარა იყო „ბარბაროსული“.