რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა რამდენიმე ოლქის ათობით ქალაქზე საარტილერიო შეტევები მიიტანეს. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ფრონტის ხაზზე 70 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა უკრაინული ჯარების პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 1 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი 356-ჯერ ისროლეს. რუსეთის ტერაქტების შედეგად, დაღუპული და დაჭრილია მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი განადგურდა და დაზიანდა. რუსულმა ძალებმა თავდასხმებისას შაჰედის ტიპის დრონებიც გამოიყენეს, უკრაინულმა თავდაცვამ მათი უმეტესობის განადგურება შეძლო.