„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პირველ პანელზე „პეისერას“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი აუდრიუს ლუჩიუნასი წარსდგა. პანელის სადისკუსიო თემა ციფრულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში ბლოკჩეინის როლი და ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტის დანერგვის ტენდენციები იყო. როგორც აუდრიუს ლუჩიუნასმა პანელის შემდეგ „პალიტრანიუსთან" განაცხადა, საკითხები, რომელზეც პანელზე ისაუბრეს, ახალ ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით ბლოკჩეინს ეხებოდა. ფორუმის ფარგლებში კომენტარი გააკეთა, ,,პეისერა ბანკი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია ანგარიშსწორების განვითარება და დაჩქარება. დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ,,პეისერა ბანკი" საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზიის ერთადერთი მფლობელია და ის ქსკლუზიურად აძლევს მომხმარებელს საშუალებას ევროპული ანგარიში გახსნან. ქუმსიშვილის თქმით, ამით ქართველ მომხმარებელს მიეცა საშუალება ესარგებლა იგივე ბენეფიტებით, როგორიც აქვს ნებისმიერ ევროპულს, როცა საქმე ეხება ანგარიშსწორებას.