მმართველი გუნდის მტკიცებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება, საქართველოს სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება. მეტიც ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. მმართველი გუნდის მტკიცების პარალელურად კი აღნიშნულ საკითხზე განხეთქილებაა ოპოზიციურ სპექტრში. ხათუნა სამნიძისა და ხატია დეკანოიზის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ კონკრეტულ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ სურთ რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, სულელურს უწოდებს ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი. მათი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ყველაფერი გაკეთდეს, რათა ყველა რეკომენდაცია სრულფასოვნად შესრულდეს. რომელ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ სურთ რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.