საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას აშშ-ის სენატის სხდომაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშეწმე, ჯეიმს ობრაიენი გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, რომ საქართველო საკუთარ ბაზად გამოიყენოს და ამ პროცესს შტატებში დიდი ყურადღებით აკვირდებიან. სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც თბილისშიც იმყოფებოდა, ამბობს, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ყველასთვის კარგად ცნობილია, თუმცა საკითხავია, თუ რას ფიქრობს საქართველოში არსებული ბიზნესის, მცირე ჯგუფი. ამავდროულად, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს გვერდითაა, თუმცა, როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, ე.წ. რუსული ხელისუფლება ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის შანსს არ იყენებს.