მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილება ნელნელა მწიფდება. მეტიც, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი ბოლომდე მივა. ამავდროულად, აღნიშნულ საკითხზე განხეთქილებაა ოპოზიციაში. ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ ოპოზიციონერებს არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი სულელურს უწოდებს. მათი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა ყველა რეკომენდაცია სათანადოდ შესრულდეს. კიდევ რას ამბობენ დეპუტატები