კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 4%-ით გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურ ხელფასს იღებს. ახლა ვნახოთ კატეგორიების მიხედვით, როგორც აღმოჩნდა, 2023 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, ხელფასის მიმღებთა საერთო რაოდენობის 18.6%-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 22.6%-ს შეადგენდა. საქართველოში მხოლოდ 1,9 %-ს აქვს 9,600 ლარი ან მეტი თვიური ხელფასი. PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით კი, 2023 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.7% შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. ყველაზე მეტი - 11 580 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში. შემდეგ პოზიციაზე ვაკანსიების რაოდენობით მოდის ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორია და მესამე პოზიციაზეა ფინანსების და სტატისტიკის კატეგორია