თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. წლევანდელ ღონისძიებას 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ფორუმის გახსნაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ასევე ეკონომიკური საკითხების შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა - მან აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთების თვალსაზრისით.