აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას „გარკვეული პირობებით“ უჭერს მხარს - Palitra News

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას „გარკვეული პირობებით“ უჭერს მხარს

2023-10-26 12:49:43+04:00

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას მხარს „გარკვეული პირობებით“ უჭერს. მისი თქმით, აშშ-ს უკრაინული მხარისგან სურს ანაგრიშვალდებულება და მიზნების ნათლად ჩამოყალიბება, რაც თეთრი სახლისთვის სრულიად გასაგები იქნება. ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით საჭიროა დისკუსიების გამართვა. შეგახსენებთ, რომ მაიკ ჯონსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად გუშინ აირჩიეს.