სასწავლო კურსი „ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა“ დასრულდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტრენინგები 13-მა თანამშრომელმა გაიარა. მონაწილეებს სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ და აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის კოორდინატორმა გადასცეს. აღნიშნული ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა რესურსების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და გარემოსდაცვითი განათლება. ასევე კანონაღსრულება და სამაშველო საქმე, მდგრადი ინფრასტრუქტურა და ასევე ინსტიტუციური განმტკიცება.