თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ დაიწყო. წლევანდელ ღონისძიებაში 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ფორუმის გახსნის პანელში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ფორუმის ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება ჩამოყალიბდა მაღალი დონის სადისკუსიო პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად და სწორედ ამიტომ, მხარეები გლობალური მასშტაბის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.