„არა კალაძის საცობებს!“ ამ თემაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა მდივანმა, იგორ ნარმანიამ და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, საცობები ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროა და ხალხს ქუცებში დგომა საათობით არ უნდა უწევდეთ.
„საცობები ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროა, ამიტომ, თბილისელები საცობებში საათობით არ უნდა იდგნენ და ამ დაბინძურებულ ჰაერს არ უნდა სუნთქავდნენ. ვაგრძელებთ კამპანიას - „არა კალაძის საცობებს!“ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუმპირებული კახა კალაძე და მისი მთავრობა ვაიძულოთ, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ თბილისელები კალაძის საცობებში არ იხრჩობოდნენ და ეს უდიდესი დისკომფორტი ქალაქში არ ჰქონდეთ“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
„კალაძის უნიათო მმართველობის და კორუფციული გარიგებების შედეგია ის, რაც დღეს საქართველოს დედაქალაქში ხდება. ის რაც დღეს საქართველოს დედაქალაქში ხდება, მერიის და „რუსული ოცნების“ მმართველობისა და პირადად, კახა კალაძის უპასუხისმგებლობაა. მან უნდა იცოდეს, რომ მას თბილისელი მოსახლეობისგან პასუხი აუცილებლად მოეთხოვება, ასევე, პასუხი იმ კორუფციულ გარიგებებსა და უნიათობებზე, რასაც თბილისელი მოსახლეობის მიმართ ყოველდღიურად სჩადის. ამიტომ, მან უნდა იცოდეს, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.