ევროკავშირში, ევროკომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „კონტრიბუციის შეთანხმების“ შესახებ განცხადებას ხელი მოეწერა. დოკუმენტს ხელი საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა მოაწერეს. შეთანხმება 16-ი მილიონი ევროს მოცულობის გრანტს ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში, სატრანსპორტო კომუნიკაციებს მოხმარდება. პროექტის მიზანია, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა განვითარდეს, რაც დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში, აქტიური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს.