ვინ ცდილობს ოპოზიციიდან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის ხელის შეშლას - სკანდალური განცხადების ავტორი, ხათუნა სამნიძე კონკრეტულ გვარებს ისევ არ ასახელებს. ოპოზიციონერი დეპუტატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი კოლეგების ერთი ნაწილი ევროპელ პარტნიორებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადებას სთხოვდა. ოპოზიცია ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმაურება. მათი თქმით, ყველა, ვინც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ქვეყანას ხელს უშლის, საბოლოოდ წარუმატებელი იქნება. ისინი აღნიშნავენ, არცერთ ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ეს მიზანი არ გააჩნია.