ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა, როგორც ვარჰეის მიერ „ტვიტერში“ გავრცელებული განცხადებით ვიგებთ, 12-ი ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა შეფასდა. ევროკომისარი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერას მიიღებს. ვარჰეისთან შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ისინი აღნიშნულ ფაქტს დადებითად აფასებენ, მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, მათთვის მთავარია შედეგი - ისინი ხელისუფლებას სხვა ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებენ.