„იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ორგანიზებით „ელექტრონული კომერციის დღე“ გაიმართა. პირველად საქართველოში, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული კომერციის პროცესში მთავარ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ემსჯელათ.. „ელექტრონული კომერციის დღის“ გენერალური სპონსორი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. ღონისძიების მონაწილეებთან საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, e-Commerce-ის, გამოცდილებაზე, „თეგეტას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიურმა დირექტორმა ლევან მამულაშვილმა ისაუბრა. eCommerce Day 2023-ს 500-ამდე სტუმარი დაესწრო და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა. ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება.