ომის მე-19 დღეს ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ჰამასმა დღის განმავლობაში ათობით საჰაერო თავდასხმა განახორციელა. დიდ ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა. ისრაელში მიმდინარე პროცესებზე შეხვედრა „ჰეზბოლას“„ისლამური ჯიჰადისა“ და „ჰამასის“ ლიდერებმა გამართეს. შეხვედრაზე მთავარი თემა ირაელსა და ღაზაში მიმდინარე პროცესები იყო. ტერორისტული დაჯგუფებებების ლიდერები კოორდინაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. პარალელურად, 200-ზე მეტი ისრაელელი ჰამასის ტყვეობაში რჩება. მძიმე ვითარებაა ღაზაშიც, ისრაელი ჰამასის ცენტრებზე სარაკეტო შეტევებს აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მოიერიშე თვითმფრინავებმა სირიის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ნაღმ მტყორცნებს დაარტყეს. არსებული ცნობით, ისრაელის ავიაიერიშს რვა სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. თავდაცვის ძალების ცნობითვე, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინთან პალესტინელებთან შეტაკების დროს, დრონით თავდასხმა განახორციელეს და ორი პირი დააკავეს.