კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. კერძოდ, მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით, მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახები მსჯელეს. ამასთან ერთად, ComCom-ის მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით და მოზარდების ჩართულობით, ჩატარდა ისეთი შემეცნებითი აქტივობები, როგორიც საინფორმაციო ბანერებისა და ვიდეოების მომზადება, ჯგუფური დავალებები, კინოჩვენებები, დისკუსია, და სიმულაციური თამაშები იყო.