ვინ ცდილობს ოპოზიციიდან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის ხელის შეშლას - სკანდალური განცხადების ავტორი, ხათუნა სამნიძე კონკრეტულ გვარებს ისევ არ ასახელებს. ოპოზიციონერი დეპუტატი მხოლოდ იმას ამბობს რომ მისი კოლეგების ერთი ნაწილი ევროპელ პარტნიორებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადებას სთხოვდა. ხათუნა სამნიძის მიერ გახმოვანებული ბრალდების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ოპოზიციის მეორე ნაწილს. ოპოზიციის ანტიდასავლურ ნაბიჯებზე საუბრობს მმართველი პარტია. თემის დეტალებზე მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.