თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია - „არა კალაძის საცობებს“ გაიმართა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „დედაქალაქში პრაქტიკულად არ დარჩა არცერთი რაიონი,სადაც ნორმალურად გადაადგილებაა შესაძლებელი“. მისივე თქმით, თბილისის მერმა ვერ ან არ განახორციელა საჭირო სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, იმისთვის, რომ საცობების პრობლემა მოგვარებულიყო.