საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცედურის ჩავარდნის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციური პარტიების ქალ დეპუტატებს შეხვდა. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, მთავარი რაზეც ქვეყნის პირველ პირთან იმსჯელეს, საქართველოს ევროინტეგრაციაა. მმართველი პარტია პრეზიდენტის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს.