ხათუნა სამნიძის განცხადებით, მხოლოდ იმას რომ მისი კოლეგების ერთი ნაწილი ევროპელ პარტნიორებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადებას სთხოვდა - როგორ ეხმაურებიან მის განცხადებას დეპუტატები - Palitra News

ხათუნა სამნიძის განცხადებით, მხოლოდ იმას რომ მისი კოლეგების ერთი ნაწილი ევროპელ პარტნიორებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადებას სთხოვდა - როგორ ეხმაურებიან მის განცხადებას დეპუტატები

2023-10-25 15:22:44+04:00

ვინ ცდილობს ოპოზიციიდან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის ხელის შეშლას - სკანდალური განცხადების ავტორი, ხათუნა სამნიძე კონკრეტულ გვარებს ისევ არ ასახელებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს მხოლოდ იმას რომ მისი კოლეგების ერთი ნაწილი ევროპელ პარტნიორებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადებას სთხოვდა. სამნიძისგან განსხვავებით, კონკრეტული ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს მმართველი პარტია.