თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელად კახა აბულაძე დაინიშნა.
შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაშიც დაუდასტურეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, გოგი ჩიქოვანი მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელად დაინიშნა.