ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის კოალიციის კამპანიის ფარგლებში, საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიის ლიდერებთან ერთად აშშ-ში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი კონგრესმენებს ხვდებიან . შეხვედრებს მთავარი თემა მთავრობაზე ჩინეთის გავლენა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველოში მედიის თავისუფლებაა. თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ შეხვედრა გამართეს ქართულ დიასპორასთანაც.