ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „უნიონი“ 1:0 დაამარცხა.
მატჩი მასპინძელთა უხიფათო შეტევებით დაიწყო, რის შემდეგაც სტუმრები ინიციატივას დაეუფლენ, კვარაცხელია ტრიმელს ლამაზი ფინტით გაექცა, მაგრამ მან ქართველს მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი“ ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა. ბერლინელები კონტრიერიშებით პასუხობდნენ, გაიტანეს კიდეც, თუმცა ჰაბერერს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მერე ფოფანას დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ შესვენებაზე კაიუსტე ელმასით შეცვალა.
ხვიჩა ფლანგზე ორ მცველს გაექცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. „კვარა“ დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა და სახიფათო შეტევის წამოწყებისას მასთან უხეშობის გამო მსაჯმა ჰაბერერი გააფრთხილა. 65-ე წუთზე კი ხვიჩა ფლანგზე ტრიმელს დაუსხლტა და რასპადორის გაატანინა. „უნიონს“ მალე შანსი მიეცა, როდესაც კნოხეს თავური მიზანს მცირედით ასცდა. კვარაცხელია მწვრთნელმა 88-ე წუთზე დაცვის გაძლიერების მიზნით ოსტეგორით შეცვალა. ბოლოს მასპინძელთა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და ნეაპოლურმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
პარალელურ მატჩში "რეალმა" პორტუგალიაში "ბრაგას" 2:1 სძლია.
C ჯგუფში 9 ქულით ლიდერია, „ნაპოლი“ 6 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ტურნირზე 8 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „უნიონთან“ ჩაატარებს.
24 ოქტომბერს ასევე გაიმართა სხვა ჯგუფის თამაშებიც. A ჯგუფში მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად გალათასარაის 3-1 სძლია. მანჩესტერ იუნაიტედმა კი შინ კოპეჰაგენი დაამარცხა 1-0. აღსანიშნავია, რომ მატჩის ერთადეერთი გოლი ჰარი მაგუაიერმა გაიტანა, ხოლო 97-ე წუთზე ინგლისელთა კიპერმა ანდრე ონანამ თერთმეტმეტრიანი მოიგერია. B ჯგუფში ლანსი პსვ ეინთჰოვენს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. გასვლაზე სევილიას 2-1 მოუგო არსენალმა. D ჯგუფში კი ინტერმა ზალცბურგი დაამარცხა 2-1, ხოლო ბენფიკა 1-0 დამარცხდა სოსიედადთან.
25 ოქტომბერს კიდევ ორი ქართველი ჩაატარებს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას. დონეცკის შახტარი, სადაც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდიან, სტუმრად კატალონიის ბარსელონას დაუპირისპირდება.